|
დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
ლეთრე
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"მილდიანის" ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია შპს "ლეთრე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
** ენის ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია.
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო მანქანის მართვა (მექანიკა);
** შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან აღება/მითვლა და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის;
** პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** შიდა გადაზიდვების პროცესში მონაწილეობა;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ანგარიშის უნარი;
** კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმის ოფისი, ბაგრატიონის ქ. №97;
** გადადგილების არეალი: საქართველოს ტერიტორია (სამოქმედო ზონა - აჭარის რეგიონი);
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00. სეზონურად (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ორშაბათი-შაბათი: 09:00-15:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-1800 ლარი.
** დაზღვევა: საბაზისო პაკეტი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ან/და რეზიუმე (ფოტო სურათით) მისამართზე: hr@mildiani.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლ-დისტრიბუტორი".
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია შპს "ლეთრემ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|