Робота для біженців з України
პიცის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიცის მცხობელი
მომწოდებელი: რონის პიცა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"რონის პიცა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, დღეში 6, 5 საათი (კვირაში ერთი დასვენების დღე)
ძირითადი სამუშაო ცვლები: 10:30დან-17:00მდე და 17:00 - 23:30
 (უმჯობესია შეთავსებით ცვლებში მუშაობა)
ვაკანსია აქტიურია ფილიალებში: ჭავჭავაძის 7, მირიან მეფის 67, ვაჟა ფშაველას 3

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** მომხმარებლისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** მენეჯერის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით;
** მიღებული დავალებების დროულად შესრულება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური, მოტივირებული და შრომისმოყვარე;
** თავაზიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და პუნქტუალური;
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** მომსახურებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული;



ბენეფიტები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: teamronnys@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე