Робота для біженців з України
ჰოსტესი, საუზმის მზარეული, მზარეულის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი, საუზმის მზარეული, მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი ტერასა ასკანელი ბათუმი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
რესტორანი "ასკანელი ტერასა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ჰოსტესი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართან სატელეფონო კომუნიკაცია, ჯავშნების მიღება, სტუმრის მიღება-განთავსების და გაცილების ორგანიზება/განხოციელება
** ჯავშნების კონტროლი; სტუმრების განთავსების პროცესის კონტროლი;
** რესტორნის სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის კოორდინირება.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ცვლაში მუშაობის მზაობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: ter.askaneli@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +955 557 07 55 55

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის 40

გისურვებთ წარმატებას!

2. საუზმის მზარეული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** საუზმის მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: ter.askaneli@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +955 557 07 55 55

რესტორანი "ასკანელი ტერასა"

გისურვებთ წარმატებას!

3. მზარეულის დამხმარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
** პროდუქტების წინასწარი დამუშავება (დაჭრა, გასუფთავება)
** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
** პროდუქტების შენახვისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** მზა კერძების გაცემაში მონაწილეობა;
** მარაგების კონტროლში დახმარება და საჭირო პროდუქტების დროული შევსება;
** მზარეულის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: ter.askaneli@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +955 557 07 55 55

რესტორანი "ასკანელი ტერასა"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე