Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724271&print=yes&view=jobs
 
ღამის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Reed Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
ორთაჭალში მდებარე, 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15
ლოკაციის ლინკი: https://g.co/kgs/YaR4pv
სამუშაო დღეები: ორი ღამე მუშაობთ, ორი ღამე ისვენებთ
სამუშაო საათები: 21:00-09:00
ბენეფიტები: კვება + დაზღვევა
ანაზღაურება: 1100ლ + ბონუსი

მიმღების ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქციები

** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა.
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით.
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით.
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე.
** სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
** შემოსული სატელეფონო ზარების, ელფოსტის, სხვა შეტყობინებების მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მისასალმებელია.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი.

ან დაგვირეკეთ ნომერზე: 555 549 152
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია