|
დასახელება:
რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
მზიური გარდენსი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
** ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking, Airbnb და სხვა);
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა;
** პრობლემური საკითხების ეფექტური და დროული გადაჭრა;
** ადმინისტრაციული პროცესების კონტროლი.
რას ველით კანდიდატისგან:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე (ორი ან მეტი ენა — უპირატესობა);
** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ დასაქმებას;
** პროფესიული და პირადი განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: მახინჯაური
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა (2/2)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|