Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724236&print=yes&view=jobs
 
მეხაჭაპურის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეხაჭაპურის დამხმარე
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას მეხაჭაპურის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხაჭაპურის გამოცხობა.
** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს სტანდარტის შესაბამისად;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** დაიცვას ჰიგიენის სტანდარტები.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, 5/2.
თანამშრომლის კვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com ან დარეკოთ ნომერზე: 597 919-313. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია