|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ელთ ბიზნეს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს მძღოლის პოზიციაზე.
ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.
ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.
"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1300 ლარამდე
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მხარდაჭერა;
** წახალისების სისტემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება შესაბამის სამსახურებში. პოლიცია, დაცვისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახური და ა.შ.
** B, C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია A2 დონეზე).
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა საჭიროებისამებრ;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა;
** უცხოელი მომხმარებლების მომსახურება.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** პასუხისმგებლიანი
** მოწესრიგებული
** შრომისმოყვარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltgroup.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მძღოლი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|