Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ელთ ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
** ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
** ჯავშნების მიღება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 2/2 გრაფიკი 12 საათიანი სამუშაო დრო (მოიცავს საღამოს ცვლას)
ანაზღაურება: 1300 ლარი
ლოკაცია: ქ. ბათუმი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltgroup.ge. სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე