|
დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
მფრინავი კაფე
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"მფრინავი კაფე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, გიორგი მაზნიაშვილის 11
სამუშაო განაკვეთი: სრული. 5/2
ძირითადი მოვალეობები:
** მიზანპლასის მომზადება;
** კერძების სწორი პრეზენტაცია და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურ სამზარეულოს პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** ინვენტარისა და პროდუქტის სწორი და წესების დაცვით გამოყენება;
** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობა.
საჭირო უნარები:
** პროფესიული უნარების განვითარების მოტივაცია და მზაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ flying.cafe7@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 511 733 300.
|
|
|
|