Робота для біженців з України
ფინანსური ოპერაციების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ოპერაციების ასისტენტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერაციების ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში, სათაო ოფისში.

"ჯიბე Cash & Carry" არის საქართველოში პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი, რომელიც წარმატებით ემსახურება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ჩიხი #5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 დამატებით: თვეში 2 შაბათი, 10:00 - 14:00
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური მონაცემების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება;
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერა;
** ყოველდღიური რეპორტინგისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** ფინანსური გუნდის მიმდინარე პროექტებსა და პროცესებში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jibe.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე