Робота для біженців з України
სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: რეალიზებული სერვისებისგან მოზიდული თანხის 15% [დარიცხული]

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, შესრულება;
** საინფორმაციო, სარეკლამო და გაყიდვების აქციებში მონაწილეობა;
** მონაცემთა ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება, ბაზრის კვლევებში მონაწილეობა;
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
** სატელეფონო ზარების განხორციელება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლების მოზიდვა /მოლაპარაკების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
** სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და უწყებებთან ურთიერთობა
** შეხვედრების დაგეგმვა, პრესრილიზების მომზადება.
** დოკუმენტაციის წარმოება / რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლობიანი პიროვნება;
** პრეზენტაბელურობა, მეტყველების და კომუნიკაციის უნარი;
** დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე