Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724169&print=yes&view=jobs
 
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"იცა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

იცა არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.

მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
** მოსწავლეთა რეგისტრაცია
** კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.
** საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის.
** ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
** ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.

მენეჯერს მოეთხოვება:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა.
** სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).
იცას მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)
ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათითურთ ელ.ფოსტაზე: icacentre2020@gmail.com
დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ: 551616611, 595507401

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია