Робота для біженців з України
დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: www.vizitka.ge
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სარეკლამო კომპანია VIZITKA.GE 16 წლის განმავლობაში ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს პოლიგრაფიულ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას. კომპანია ურთიერთობს როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებთან

VIZITKA.GE აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

ანაზღაურება 1500 ლარიდან + ბონუსი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00. დასვენების დღე - კვირა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზუალური მასალების გამზადება, საბეჭდად მომზადება და ბეჭდვაზე გაშვება
** ელ.ფოსტაზე მიღებული შეკვეთების სისრულეში მოყვანა

მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება Coreldraw-ს ცოდნა
** სასურველია გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება

მისამართი: ქ.თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 9,
ქ.თბილისი, პოლიტკოვსკაიას 15

ელ.ფოსტა: info@vizitka.ge

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: info@vizitka.ge და წერილის სათაურის (subject), ველში, გთხოვთ, მიუთითოთ "ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე