Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IPS
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
IPS ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ქმნის ახალ სტანდარტს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ჩვენ ინტერიერისა და საფასადო მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე წამყვანი ევროპული ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი ვართ საქართველოში.

IPS-ში გვჯერა, რომ ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ მასალაა, მის საბოლოო ღირებულებას პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ოსტატობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ყოველ პროექტს ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით. კომპანიის მთავარი სიძლიერე კი გუნდია, რომელშიც თითოეული წევრის პროფესიულ ზრდასა და ექსპერტად ჩამოყალიბებაში მუდმივ ინვესტიციას ვდებთ.

მასშტაბების ზრდასთან ერთად, ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს თბილისში.

ვის ვეძებთ?

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომლისთვისაც გაყიდვები არა უბრალოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ კლიენტებთან მყარი, გრძელვადიანი პარტნიორობის აშენებაა.

თუ გაქვთ კარგი ბიზნეს-ხედვა, შეგიძლიათ სამშენებლო გეგმების მიღმა მასშტაბური შესაძლებლობები დაინახოთ და გსურთ მსხვილი გარიგებებისა და პარტნიორობების წარმართვა, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

რა იქნება შენი მთავარი მისია?

** ახალი პარტნიორების მოზიდვა: პოტენციური კლიენტების (დეველოპერები, არქიტექტორები, მსხვილი სამშენებლო კომპანიები) იდენტიფიცირება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება.
** ობიექტების შეფასება: სამშენებლო ობიექტების ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა და მასალების ზუსტი, ოპტიმიზებული სიის ფორმირება.
** მონაცემთა ბაზების მართვა: პოტენციური კლიენტების ბაზების მუდმივი კონტროლი, CRM სისტემის წარმოება და გაყიდვების პროცესის სტრუქტურული მართვა.
** მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები: პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, ხელსაყრელი კომერციული პირობების შეთანხმება და ახალი კონტრაქტების გაფორმება.
** პარტნიორული ურთიერთობების მართვა: არსებულ კლიენტებთან მყარი კომუნიკაციის შენარჩუნება, მათთვის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვების შემდგომი მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

რას ველოდებით თქვენგან?

** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უმაღლესი განათლება.
** ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო და სასაუბრო დონეზე): უცხოური ბრენდების მასალებთან მუშაობის, სამუშაო პროცესის წარმართვისა და თავისუფალი პროფესიული კომუნიკაციის უნარი.
** საოფისე პროგრამების (MS Office) და CRM სისტემების ფლობა.
** პრეზენტაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის გამორჩეული უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კარიერულ ზრდასა და სტაბილურობას: მეგობრულ და მაღალტექნოლოგიურ გარემოს, სადაც ჩვენი პრიორიტეტი თქვენი პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა და საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების გაზიარებაა.
** პრემიუმ მასშტაბებს: მუშაობას მსოფლიო ლიდერ ევროპულ ბრენდებთან და ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ, თანამედროვე არქიტექტურულ პროექტებზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო სპეციფიკა: დინამიკური სამუშაო გრაფიკი (აქტივობების 80% ეთმობა ქალაქში გადაადგილებასა და კლიენტებთან შეხვედრებს, ხოლო 20% - საოფისე მუშაობას) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.
** ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან
** სამსახურებრივი გადაადგილება: მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (საწვავი)
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, დაამკვიდროთ ევროპული სიზუსტე და ჩვენთან ერთად შეცვალოთ სამშენებლო ინდუსტრიის ხარისხი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://wkf.ms/4dAmhPQ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე