Робота для біженців з України
სოციალური მუშაკი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
** სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ინფორმირება პაციენტის უფლებებში და მისი დაცვა;
** პაციენტის ინტერვიუირება კითხვარის გამოყენებით, პაციენტის სოციალური საჭიროების შეფასება;
** პაციენტის სოციალური მხარდაჭერა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში ჩართულობა და სოციალური რეაბილიტაციის წარმოება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** ემპათიურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00 საათამდე.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელსაც აირჩევთ (სოციალური მუშაკი თბილისში ან სოციალური მუშაკი ქუთაისში).
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე