Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724132&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

"ILARIA" ეძებს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის. ეს არის უკრაინულ-ქართული ერთობლივი პროექტი, რომელიც ქმნის საკუთარ სამომხმარებლო ბრენდებს და შემოდის საქართველოს ბაზარზე პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით.

** სამუშაო ფორმატი: დისტანციური (Remote)
** დაქვემდებარება: გაყიდვების დირექტორთან
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** ანაზღაურება: პირველი თვე - 1000 აშშ დოლარი (NET), შემდგომ პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის ეფექტურ შესვლას ბაზარზე და გაყიდვების არხების განვითარებას. პოზიცია მოიცავს ადგილობრივი გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვას. აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა, ვინაიდან მენეჯმენტი უკრაინული მხარეა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების დეპარტამენტის შექმნა კომპანიაში უკვე აპრობირებული სქემის მიხედვით
** გაყიდვების სტრატეგიის რეალიზება და დადგენილი ყოველთვიური/კვარტალური გეგმების შესრულება
** გაყიდვების მენეჯერების გუნდის შერჩევა, დაქირავება, მართვა და მოტივირება მუშაობის პირველივე თვიდან
** სატელეფონო ზარების მოსმენა და ხარისხის კონტროლი
** KPI-ების კონტროლი: კონვერსიები, დადასტურებები, გამოსყიდვები (Buyout) და დამატებითი გაყიდვები (Upsell)
** გაყიდვების სკრიპტების წერა და სრულყოფა
** გაყიდვების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პროცესების ოპტიმიზაცია
** საბაზრო ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობის მუდმივი ანალიზი
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშგება გაყიდვების დირექტორის წინაშე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** აუცილებელია მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, აქედან მინიმუმ 1-2 წელი მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია კოსმეტიკის, სილამაზის ინდუსტრიის ან FMCG სექტორში)
** დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) გამოცდილება
** გუნდის მართვის და გაყიდვების გუნდის ფორმირების გამოცდილება
** აუცილებელია ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (უკრაინულ მენეჯმენტთან კომუნიკაციისთვის)
** მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და დარწმუნების ძლიერი უნარები
** დისტანციურად (Remote) მუშაობის გამოცდილება, მაღალი თვითორგანიზება და დისციპლინა
** შედეგზე, მიზნებსა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია