|
დასახელება:
საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სოფლის განვითარების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
ა (ა)იპ - "სოფლის განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე:
1. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - ოფისი ქ. ზუგდიდში.
2. სამეგრელოში - ოფისი ქ. აბაშაში.
3. გურიაში - ოფისი ქ. ოზურგეთში.
4. იმერეთში, რაჭასა და ქვემო სვანეთში - ოფისი ქ. საჩხერეში.
5. იმერეთში - ოფისი ქ. ქუთაისში.
6. სამცხე-ჯავახეთში - ოფისი ქ. ახალციხეში.
7. შიდა ქართლში - ოფისი ქ. გორში.
8. ქვემო ქართლში - ოფისი ქ. მარნეულში.
9. კახეთში - ოფისი ქ. თელავში.
10. კახეთში - ოფისი ქ. გურჯაანში.
ანაზღაურება: 1880 ლარი (Net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** შერჩეული ობიექტების ინსპექტირება
** შერჩეული ობიექტების ინსპექტირებაზე გასვლამდე მათ შესახებ წინასწარი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
** ადგილზე ვიზიტისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისა და ბენეფიციარისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება ინსპექტირების აქტში
** ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი
** განხორციელებული ინსპექტირების შედეგების განხილვა ხელმძღვანელთან
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება
** საქმიანობასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა - B კატეგორიის (მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის მართვის უფლებით)
სხვა მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
** დროის სწორად მართვის უნარი
** კომუნიკაციის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge
სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: "ინსპექტირების სპეციალისტი" და სასურველი ოფისის მდებარეობა. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ივნისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში.
არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად (https://rda.gov.ge/static/privacy-policy), არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს. ახმეტელის 10ა.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|