Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724091&print=yes&view=jobs
 
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ილიანი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სასტუმრო "ილიანი" იწვევს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკანსია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მუშაობისა და სწავლის შეთავსება.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 3 ან 4 ღამე (საღამოს 18:00-დან დილის 09:30-მდე)
** ანაზღაურება: თითო მორიგეობა 50 ლარი - თვეში 600-800 ლარი (ხელზე ასაღები) + ჩაი
** გარემო: მშვიდი და მყუდრო სამუშაო პირობები, თავისუფალი დროის სწავლისთვის გამოყენების შესაძლებლობით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა (თავისუფალი საუბარი)
** რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ფლობა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, სამუშაო ეთიკის დაცვა და პოზიტიურობა
** ხალხთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი

დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და თქვენთვის მისაღებია შემოთავაზებული სამუშაო გრაფიკი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: HR@Iliani.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია