Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724077&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ლაზიერი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის Lignum Consulting ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (Scm Group, Holz-Her, Global Press). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - Dupont`S Corian®, ნეოლითი - Thesize`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ymcp6kj9

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა
ძირითადი მოვალეობები:

** ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლში მონაწილეობის მიღება
** ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ინვოისებისა და გადახდების მონიტორინგი
** საბანკო ოპერაციების კონტროლი
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების დროულად და ეფექტურად შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამის (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე ასაღები (ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ფინანსური მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"ლაზიერი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია