|
დასახელება:
სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
ოტიუმ დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "Otium Development" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია
** ინვოისების, მიღება-ჩაბარებებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვაში მონაწილეობა
** საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების შეყვანა
** ბანკისა და სალაროს ოპერაციების კონტროლში დახმარება
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის არქივირება
** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის/RS.ge-ის საბაზისო ცოდნა
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას გამოცდილი გუნდის გარემოში
** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდისა და მომავალში მუდმივი დასაქმების შესაძლებლობას
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. N73
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სტაჟირების პერიოდი - 6 თვე
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე - hr@otium.ge
დასახელებაში მიუთითეთ - ბუღალტერი/სტაჟირება.
|
|
|
|