Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723992&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე
სამუშაო საათები: 09:30-19:00 (1 სთ და 30 წთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 3000ლ (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი/სასტუმროს ტიპის კომპლექსის სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა
** პროექტების ანგარიშების შექმნა და განახლება (რეპორტინგი)
** დაგეგმვა, ვადების კონტროლი, მონიტორინგი, ცვლილებების შეტანა
** ინდივიდუალური ამოცანების დასმა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დაყოფა
** დამკვეთთან კომუნიკაცია
** ტექნიკური ამოცანის შედგენა
** პროცესების და მასში ჩართული პირების მართვა
** შესრულების ხარისხის კონტროლი
** ეტაპობრივი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება
** თითოეული გუნდის წევრის სამუშაოების კოორდინირება
** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა
** გაწერილი ამოცანებისა და შესრულებული დავალებების ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი
** პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია
** პროექტის ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება
** პროექტის მსვლელობის მართვა და კონტროლი/ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა
** პროექტის ვადების კონტროლი/უზუსტობის შემთხვევაში გასცეს მითითებები პროცესების დაჩქარების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით
** აუცილებელია სამუშაოთა მწარმოებელი, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის/გაანალიზების უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია