Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723978&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - საწარმოო დანადგარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - საწარმოო დანადგარების ოპერატორი
მომწოდებელი: კიკალა სტუდიო
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"Kikala Factory" არის ინტერიერის დეკორაციების თანამედროვე საწარმო, სადაც ვქმნით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას: შპალერებს, ბანერებს, პოსტერებსა და სტიკერებს. ასევე, ვასრულებთ ბეჭდვას პანელებსა და სხვადასხვა მყარ ზედაპირზე. ჩვენი საწარმო აღჭურვილია ინდუსტრიაში წამყვანი, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით (Canon Colorado M-series, Canon Arizona, Neolt XY, Summa, Morgana, Rollsroller), რომელთა სრული ანალოგიც საქართველოში არ მოიპოვება.

"Kikala Factory" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საწარმოო დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე.

სტაჟირების პირობები და შეთავაზება:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106.
** ხანგრძლივობა: 3 თვე.
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00.
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი (თვეში).
** დასაქმების პერსპექტივა: სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, 1 საუკეთესო კანდიდატს შევთავაზებთ სრულ განაკვეთზე დასაქმებას.
** ხელფასი დასაქმების შემთხვევაში: 1500 ლარი + ბონუსური სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** დიზაინერული ფაილების დასაბეჭდად მომზადება.
** ნაბეჭდი პროდუქციის შემდგომი დამუშავება (დაჭრა, დასერვა, პანელებზე გაკვრა და ა.შ.).
** საბეჭდი და დამხმარე დანადგარების მუშაობის პრინციპების ათვისება — ინდივიდუალურ აპარატებზე მუშაობას და მათ სპეციფიკურ პროგრამებს ჩვენ თავად გასწავლით!

ვის ვეძებთ / მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** პროგრამების ცოდნა: Adobe-ის შესაბამისი გრაფიკული პროგრამების (მაგ: Illustrator, Photoshop) საბაზისო/საშუალო დონეზე ცოდნა.
** გამოცდილება: რადგან ეს სტაჟირებაა და ჩვენი ტექნიკა უნიკალურია, მბეჭდავად მუშაობის წინასწარი გამოცდილება არ არის სავალდებულო (თუმცა მსგავს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** მთავარია, გიყვარდეთ დიზაინის სფერო, ერკვეოდეთ მასში და გქონდეთ დიდი სურვილი, შეისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები.

პიროვნული უნარები: მაღალი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

როგორ უნდა გამოგვეხმაუროთ:

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: kikalafactory@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 72 65 56.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "სტაჟირება - ოპერატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2026.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია