|
დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (40 საათი)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** საინჟინრო პროექტების, ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** პროექტების რევიზია, ტექნიკური შეუსაბამობებისა და გაურკვევლობების იდენტიფიცირება;
** მასალების, მოწყობილობებისა და სამუშაო მოცულობების ამოკრება;
** BOQ-ისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება, გადამოწმება და განახლება;
** შესყიდვების დეპარტამენტისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების შედგენა;
** მომწოდებლებისგან მიღებული კომერციული და ტექნიკური წინადადებების შედარება და შეფასება;
** ალტერნატიული მასალებისა და მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის ანალიზი;
** ფასებისა და ტექნიკური მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში ასახვა;
** სხვა, ამ სფეროსთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** უსაფრთხოების შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
** საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება MEP (ელექტრობა, გაყვანილობა, ვენტილაცია) ან სამშენებლო-საინჟინრო სფეროში;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში;
** ჯანსაღ კორპორაციულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV (რეზიუმე) ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@anagi.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივნისი
|
|
|
|