Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723928&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო ექსპერტი - ანალიტიკოსი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მისო ექსპრეს კაპიტალ +
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

თუ თქვენ ხართ ენერგიული, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი მაშინ "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ი როგორც თავის პოტენციურ თანამშრომლებს, გთავაზობთ ბიზნეს პლატფორმას, სადაც თქვენ შეძლებთ აწარმოოთ კომპანიის პროფილით საქმიანობა და ამავდროულად მიიღოთ სრულად თქვენს მიერ გაწეული შრომის პროპორციული ანაზღაურება.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ექსპერტი - ანალიტიკოსი

მდებარეობა - თბილისი, ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანალიზი: კლიენტის ბიზნესგეგმების, შემოსავლებისა და გასავლების დეტალური შესწავლა. ბიზნეს სესხების შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგება-ზარალი) შეფასება.
** ადგილზე ვიზიტები: კლიენტის საქმიანობის ადგილზე (ოფისი, საწარმო, ბიზნეს ობიექტი) მონახულება რეალური მდგომარეობის შესამოწმებლად.
** რისკების შეფასება: სესხის დაბრუნების ალბათობის და შესაძლო ფინანსური რისკების განსაზღვრა.
** საკრედიტო კომიტეტი: კომიტეტისთვის სრულყოფილი პროექტების მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა.
** სოც. ქსელით შემოსული განაცხადის პირველადი დამუშავება (პირველი სატელეფონო გასაუბრება), სესხის მიზნობრიობის გამოვლენა, კომპანიაში დანერგილი პროდუქტების შეთავაზება და მიზნობრიობაზე მორგება
** დამტკიცებული სესხის ნოტარიულად გაფორმების უზრუნველყოფა, მსესხებლებზე, თანამსესხებლებზე და თავდებებზე ხელშეკრულების დაბეჭდვა, კლიენტების ხელმოწერის პროცესის წარმართვა.
** სესხის სრული ფაილინგის ფილიალის მენეჯერისათვის გადაცემა.
** სხვა მიმდინარე საქმეების წარმართვა, რომელიც დაევალება სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარსამართად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 09:30- 18:00 სთ; შაბათი მოკლე დღე: 10:00 სთ - 14:00 სთ
** გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
** ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი;
** სხვა კომპანიიდან გადმოსვლის ბონუსი - 1000 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

1. არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
3.ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებლის მოზიდვას შეძლებთ?
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია