|
დასახელება:
სათამაშოების მაღაზიის კოსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პიკოლა თოისი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
"პიკოლა" არის სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ. პიკოლა თოისი გახლავთ პიკოლას სათამაშოების ხაზი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის გასართობ პროდუქციას პატარებისთვის: სათამაშოები, ელექტრო მანქანები და მოტოციკლეტები, სასრიალოები, საქანელები, სახლები, ღობეები და ა.შ.
ვებსაიტი: https://piccolatoys.ge/
"პიკოლა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის სათამაშოების მაღაზიის ფილიალში.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში;
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 12:00-21:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი;
ფილიალის მისამართი: ქუთაისი, პირველი ქუჩა 2გ (გუგუნავას ქუჩის პარალელურად).
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განთავსება;
** მონაცვლეობით სალაროსთან მუშაობა;
** ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა აუცილებელი არ არის. მთავარია კანდიდატი იყოს მონდომებული.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიული და ხალისიანი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს.
თუ გსურთ, გახდეთ პიკოლას გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი")
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 571 770 707
|
|
|
|