Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723924&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Starring Georgia
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"Starring Georgia" თავისი განსაკუთრებული პროექტისთვის, მუსიკოსთა პარკში მდებარე "სოციალური სივრცისთვის" გუნდის ახალ წევრს ეძებს დიასახლისის პოზიციაზე.

თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაეცანი დეტალებს და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე; 40 საათი.
** დასაქმების ტიპი: სეზონური.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** იატაკების, ზედაპირებისა და ინვენტარის გაწმენდა;
** ნარჩენების შეგროვება და გატანა;
** სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@bsa.gov.ge 2026 წლის 23 ივნისამდე და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@bsa.gov.ge

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია