Робота для біженців з України
ტენდერი სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ა (ა)იპ "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ტენდერს სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე.

"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 170-ზე მეტი წევრი ჰყავს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
ორგანიზაცია მიმდინარე წლის 12-15 ივლისს გეგმავს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას ქ. ბათუმში.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე პირებისთვის საჭიროა სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვა შემდეგი პირობებით:

სასტუმროში განთავსება:

შემოსვლა - 12 ივლისი, გასვლა 15 ივლისი;
ოთახების რაოდენობა - 7 (ერთადგილიანი განთავსებითა და საუზმით);
შემოსვლა - 13 ივლისი, გასვლა 15 ივლისი;
ოთახების რაოდენობა - 15 (ერთადგილიანი განთავსებითა და საუზმით).

საკონფერენციო დარბაზი და კვება:

თარიღი - 13 ივლისი.

** რაოდენობა - 1 (ერთი) საკონფერენციო დარბაზი;
** სტუმრების რაოდენობა - 35;
** წყობა - U-Shape;
** აღჭურვილობა - მაგიდის მიკროფონი: 18 ერთეული, პროექტორი, ეკრანი, ფურცლები, ფანქრები;
** წყალი - მინის ბოთლებში;
** კვება - მისასალმებელი ყავის შესვენება, მსუყე ყავის შესვენება.

თარიღი: 14 ივლისი.

** რაოდენობა - 1 საკონფერენციო დარბაზი;
** სტუმრების რაოდენობა - 20;
** წყობა - U-shape;
** აღჭურვილობა - პროექტორი, ეკრანი, ფლიპ-ჩარტის დაფა, ფურცლები, ფანქრები.
** წყალი - მინის ბოთლებში;
** კვება - ერთი ყავის შესვენება, სადილი, მიღების ტიპის ვახშამი.

თარიღი: 15 ივლისი.

** რაოდენობა - 1 საკონფერენციო დარბაზი;
** სტუმრების რაოდენობა - 80;
** წყობა - თეატრალური, სცენა პანელისთვის;
** აღჭურვილობა - სცენა (ხუთი სპიკერის განთავსებისთვის შესაბამისი), 7 (შვიდი) ხელის მიკროფონი, ტრიბუნა, ერთი ერთეული დესკ მიკროფონი;
** წყალი - მინის ბოთლებში;
** კვება - მისასალმებელი ყავის შესვენება, სადილი.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

** სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქ. ბათუმში, ცენტრალური უბნების მიმდებარედ;
** აუცილებელია, რომ საკონფერენციო სივრცეების ფართობი უზრუნველყოფდეს მონაწილეთა მოთხოვნილი განლაგებით სრულფასოვნად განთავსების შესაძლებლობას;
** აუცილებელია, რომ სასტუმროს ჰქონდეს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება;
** სასტუმრო ვალდებულია ჰქონდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატი;
** სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტურიზმის უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციებს და სტანდარტებს.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

** სასტუმროს ოთახებისა და საკონფერენციო დარბაზის ამსახველი ფოტოები;
** მენიუ (ყავის შესვენება, სადილი, ვახშამი);
** მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.

სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: სასტუმროს მომსახურების შესყიდვა, ქ. ბათუმი.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივნისის 16:00 საათისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე