Робота для біженців з України
სტრატეგიული ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგიული ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 8 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

ჩვენი კომპანიის შიდა ოპერაციების გაუმჯობესებისთვის ვეძებთ სტრატეგიული ოპერაციების მენეჯერს.

შენი ძირითადი სამუშაო:

** კონტროლინგის ფუნქციების მართვა და ხარჯების მონიტორინგი
** ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა, ინვოისებისა და კონტრაქტების მართვა
** კომპანიის შიდა გუნდებთან აქტიური მუშაობა და პროცესების გაუმჯობესება (Emails, Notifications, Support, QA, etc.)
** გარე პარტნიორებთან კომუნიკაცია
** კომპანიის შიდა აუდიტზე და GDPR/CCPA compliance-ზე მუშაობა
** შიდა პროცესების ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

შენ მოგაქვს:

** ფინანსებში, აუდიტში, ან ოპერაციებში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება Top Tier Consulting კომპანიაში
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2)
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია Tech affinity / AI-სთან მუშაობის გამოცდილება

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/ftya?source=CareerSite
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე