|
დასახელება:
შიდა უსაფრთხოების უფროსი, შიდა უსაფრთხოების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სითი მენეჯმენტ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
კომპანია "სითი მენეჯმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელ კომპლექს "სიმეტრია პარკი" შიდა უსაფრთხოების უფროსის და შიდა უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ოქროყანა, თბილისი-კოჯრის ქუჩა, "სიმეტრია პარკი".
https://maps.app.goo.gl/pWeuWHQN62jRzqsZA
პოზიცია - შიდა უსაფრთხოების უფროსი
ანაზღაურება: 1300-დან 1500 ლარამდე გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-კვირა - 10:00 საათიდან 21:00 საათამდე. დასვენების დღე - სამშაბათი
მოვალეობები:
** შიდა უსაფრთხოების სპეციალისტების მოძიება საჭიროების შემთხვევაში.
** უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის სამუშაო აღწერის სწავლება და მონიტორინგი.
** მობინადრეთა საპარკინგე ბაზის წარმოება.
** სწორი პარკირების მონიტორინგი, კომპლექსის პერიოდული შემოწმებები.
** კომპლექსის ტერიტორიის და საერთო სივრცეების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მართვა და კონტროლი, სამგზავრო ლიფტების უსაფრთხო ოპერირების მონიტორინგი.
** კომპლექსის ტერიტორიაზე წესრიგისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა და კომპლექსში საგანგებო სიტუაციების მართვა მენეჯერთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველების უნარი.
** სასურველია ინგლისური ენისცოდნა სასაუბრო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები, პრეზენტაბელურობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.
პოზიცია - შიდა უსაფრთხოების სპეციალისტი
ანაზღაურება: ერთი ცვლის - 80, 90 ან 100 ლარი გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათი. 10:00-10:00 საათამდე.
მოვალეობები:
** უზრუნველყოფა, სწორი პარკირების მონიტორინგი, პერიოდული შემოვლები.
** საერთო მოხმარების სივრცეების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მართვა და კონტროლი, სამგზავრო ლიფტების უსაფრთხო ოპერირების მონიტორინგი.
** შემოსული და გასული პირების, ტრანსპორტის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში გადამოწმება; კომპლექსის ტერიტორიაზე უცხო პირის არ დაშვება. ჟურნალის მართვა შემთხვევების, ვიზიტორების, სატრანსპორტო მოძრაობისა და სხვა ფაქტების აღსანიშნავად.
** ტერიტორიაზე წესრიგისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა, კონფლიქტური სიტუაციების დროული, კორექტული გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება
პიროვნული თვისებები:
** პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები, პრეზენტაბელურობა
** ცვლებში და ღამის საათებში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
ორივე პოზიციაზე აუცილებელი დოკუმენტაცია რომელიც იქნება წარსადგენი გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ:
** ცნობა ნასამართლობის შესახებ
** ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
** ცნობა ნარკოლოგიურიდან
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზვანეთ რეზიუმე: cmg.simetriapark@gmail.com. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 571234300.
"სითი მენეჯმენტ გრუპი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|