Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723828&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორი
მომწოდებელი: ოპტიმალ გრუპ+
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ოპტიმალ გრუპ +", A - ტიპის ინსპექტირების ორგანო სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა;
** ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება;
** შეუსაბამობის აქტების შედგენა;
** დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მშენებელ-ინჟინერი სამრეწველოსა და სამოქალაქო მშენებლობაში;
** მშენებელ-ინჟინერი საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების;
** ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ წინსვლას;
** სამედიცინო დაზღვევა.

სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურება - 2000 NET.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: optimalgroup.hr@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია