Робота для біженців з України
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: სტანდარტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (ზრდის პერსპექტივით, სამუშაო გრაფიკის მიღმა შესრულებული დამატებითი დავალება ან სამუშაო საათების გადაცილება ანაზღაურდება დამატებით)

ვაკანსიის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი;
** ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი;
** გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება);
** გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თბილისის ქუჩების და ალტერნატიული გზების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია თანამედროვე ავტომობილების მართვის სისტემების სრულყოფილი ცოდნა (მაგ : ნავიგაციის ციფრული სისტემების, მულტიმედიის და სხვა დამხმარე ჭკვიანი ფუნქციების თავისუფლად გამოყენება)

პიროვნული მახასიათებლები:

** კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა;
** პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე;
** ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი;
** სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში;
** მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: llcstandad73@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აგრეთვე სასურველია რეზიუმე შეიცავდეს ფოტოსურათს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე