Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723802&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Kaizen Insight
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Kaizen Insight" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"Kaizen Insight" წარმოადგენს Research & Development კომპანიას, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს სხვადასხვა ინდუსტრიასა და ბიზნეს სექტორში. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და ანალიტიკა, პროექტების მართვა, ბიზნეს განვითარება და გაყიდვები.

"Kaizen Insight" ეხმარება კომპანიებს ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაში, ზრდის სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, კომერციული პროცესების განვითარებასა და სხვადასხვა მასშტაბის პროექტების ეფექტურ მართვაში.
პოზიციის აღწერა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციის მიზანია კომპანიის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი კლიენტების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და კომპანიის სერვისების ეფექტური კომერციული მართვა.

პოზიცია მოიცავს კლიენტებთან აქტიურ კომუნიკაციას, კომერციული შეთავაზებების მომზადებას, გაყიდვების პროცესის კოორდინაციასა და სხვადასხვა პროექტში ჩართულობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** არსებული კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება
** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია და შეთავაზება კორპორატიული კლიენტებისთვის
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შემოსავლების ზრდაზე მუშაობა
** შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადება
** გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი
** ანგარიშგებებისა და გაყიდვების შედეგების მომზადება
** შიდა გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, ბიზნეს განვითარების ან B2B მიმართულებით
** კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია

პიროვნული უნარები:

** შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** ინიციატივიანობა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** რეალურ ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ბონუსურ სისტემას გაყიდვების შედეგების მიხედვით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ბონუსური სისტემა შედეგების მიხედვით

t.macharashvili@kaizeninsight.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია