Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723783&print=yes&view=jobs
 
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Maizen" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** საცხობი პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ცომის დამუშავება, ფორმირება და ცხობის სრული პროცესის მართვა;
** ნედლეულის სწორი გამოყენება და შენახვა;
** მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მცხობლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა ტიპის ცომისა და საცხობი პროდუქციის მომზადების ცოდნა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maizen.store.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია