Робота для біженців з України
დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Maizen" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის (Demi Chef) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** სუ-შეფის ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
** კერძების ხარიხის, გემოს სტანდარტისა და პრეზენტაციის კონტროლი;
** სამზარეულოს გუნდის სამუშაოს სიზუსტის უზრუნველყოფა;
** კერძების მომზადებაში მონაწილეობა შეფის მიერ განსაზღვრული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სუ-შეფთან თანამშრომლობით გუნდის მოტივაციისა და სამუშაო დისციპლინის შემუშავება;
** პრობლემური საკითხების გამოვლენა და ეფექტური რეაგირება;
** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის ზედამხედველობა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში და კონკრეტულ სექციაში;
** HACCP-ისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიცირებული კულინარიული კურსები;
** ეფექტური კომუნიკაციის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maizen.store.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე