|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ლაბორატორიაში
|
| მომწოდებელი:
ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სტაჟიორს ასევე ვთავაზობთ ბენეფიების პაკეტს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
** კვებით უზრუნველყოფა
ძირითადი მოვალეობები:
** ლუდის და ლიმონათის წარმოების ყველა ეტაპის კონტროლში ჩართულობა (დაწყებული ნედლეულიდან, დამხმარე მასალების და მზა პროდუქტის ჩათვლით) დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით.
** ინსტრუმენტების სტერილიზაციის კონტროლი.
** ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზისა და საწარმოო კონტროლის მონაცემების მონაცემთა ბაზაში შეიტანა.
** შედეგების გამოცდისას გამოვლენილი შეუსაბამობის ან გამზომი აპარატურის ტექნიკური გაუმართაობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება.
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
** სხვადასხვა დავალების ერთდროულად მართვისა და შესრულების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com/
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com
ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 მაისი.
|
|
|
|