Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Jo Malone London
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
მაღაზია "ჯო მალოუნ ლონდონი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: 5 სამუშაო დღე კვირაში

ბრენდის შესახებ

"Jo Malone London" არის ბრიტანული პარფიუმერიის, თავის მოვლისა და სახლის მოვლის პრემიუმ ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სურნელებითა და ელეგანტური სტილით. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება ინდივიდუალობას, სურნელების შერწყმის ხელოვნებას და მომსახურების მაღალ სტანდარტს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და სურნელების შერჩევაში დახმარება
** პროდუქციის დეტალური პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა
** ინდივიდუალური სურნელების კომბინაციების შეთავაზება
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების ან სილამაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი + ბონუს სისტემას
** პროფესიულ განვითარებას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: maka.khutsishvili@academygroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე