Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723752&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო გაყიდვების და ექსპორტის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების და ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარარელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.

სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, კომერციის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს საერთაშორისო გაყიდვების და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ლოგისტიკის ჯაჭვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
** არსებული გაყიდვების პოლიტიკის შესაბამისად, კლიენტებისთვის პირობების მორგება;
** მოლაპარაკებების წარმართვა ყველა დონეზე უშუალო ზედამხედველობის ქვეშ;
** პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის ანალიზი და რეპორტების წარმოება;
** "გაყიდვიდან - კლიენტთან მიწოდებამდე" პროცესის ზედამხედველობა;
** შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
** პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია