Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723741&print=yes&view=jobs
 
მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: მეა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
მეა/MEA მულტიბრენდული პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სივრცეა, სადაც წარმოდგენილია არაბული სუნამოების პრემიუმ ხაზის ბრენდები: ARMAF, AJMAL, JUNAID, GULF ORCHID, AZHA, PARIS CORNER, ასევე, თავის მოვლის ბრენდები: PHYRIS, PHYSIO NATURA, ECOBE, BIOVENE, DR. JACKSON და სხვა.

პროდუქციის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/mea.multibrand.store

MEA ბათუმის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას მეას მენეჯერის პოზიციაზე, ვინც იზრუნებს გუნდზე და ოპერაციულ საკითხებზე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, ეიფორია.
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი საშუალოდ 500 ლარი.

ბენეფიტები:

** პარფიუმერიის და კოსმეტიკის მიმართულებით ტრეინინგები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და FITPASS;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** კარიერული წინსვლა;

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე - ინგლისური/რუსული
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კოსმეტიკის ან პარფიუმერიის მაღაზიაში მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის განსაკუთრებული სერვისის შეთავაზება, საჭიროების დადგენა.;
** გაყიდვების მონიტორინგი და სტიმულირება;
** პროდუქციის მიღება, აღწერა, სივრცეში დადგენილი წესის მიხედვით განთავსება;
** მარაგების კონტროლი საწყობში;
** სალარო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესრულება;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** გუნდის წევრების ყოველდღიური ტრეინინგი და დღის გეგმების გაწერა;

თუ გსურთ შემოუერთდეთ პარფიუმერიის სფეროს და გახდეთ MEA-ს გუნდის გამორჩეული წევრი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია