ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #54
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა
აუცილებელი მოთხოვნა:
** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** Beauty ან Fashion მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება;
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** პროდუქციის მოვლა;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|