Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: აბშერ გრუპი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია აბშერ გრუპი, რომელიც არის საქართველოში უცხოელი სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი შემომყვანი ბაზარზე, ეძებს ახალ გუნდის წევრს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუდენტების ედმიშენის პროცესში დახმარება;
** მარტივი დოკუმენტების თარგმნა ინგლისურიდან და არაბულიდან (პასპორტი, სკოლის სერტიფიკატი);
** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 (არაბული ენის ცოდნა, თუნდაც დაწყებით დონეზე ჩაითვლება უპირატესად)
** კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (Word, Excel).
** დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენი უპირატესობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო
** ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
** სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა
** სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10დან- 6 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, მინიმუმ 1000 ლარიდან და ზევით + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.absher.ge@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული მენეჯერი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე