|
დასახელება:
ტექნიკურ მენეჯერი/ტექნიკური სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" ეძებს, წარმოებაში გამოცდილ ტექნიკურ მენეჯერს/ტექნიკური სამსახურის უფროსს.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ექვემდებარება: დეპარტამენტის ხელმძღვანელს:
დაქვემდებარებულები: 12 ტექნიკური სამსახურის სპეციალისტები
ლოკაცია: თბილისი
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
** წარმოებების მასშტაბით ყოველდღიური შემოვლების წარმოება;
** წარმოებაში გამოვლენილი ხარვეზების/შეფერხებების შესახებ დაქვემდებარებულების ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა;
** სარემონტო პროცესის სისწორის მონიტორინგი;
** დანადგარების მდგომარეობის შესწავლა, განსაზღვრა დატვირთვის შესაძლებლობის და რეკომენდაციების გაცემა;
** დანადგარების საავარიო მდგომარეობის მიხედვით მუშაობის გაგრძელება/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** დანადგარების და ინვენტარის სარემონტო/საექსპლუატაციო პროცესის პრინციპის განსაზღვრა და მონიტორინგი;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლის და დაზიანების შემთხვევაში, საჭირო/შესაცვლელი ნაწილების სახეობების და რაოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მიზნით;
** ტექნიკური მასალებისა და დანადგარების ნაწილების შესაბამისი მომწოდებლების განსაზღვრა ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადგილობრივ მომწოდებელთან პირადად დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ტექნიკური დავალების მომზადება;
** უცხოურ ბაზარზე შესასყიდი მასალებისა თუ ნაწილების პარამეტრების განსაზღვრა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის ინფორმირება შესყიდვის განსახორციელებლად;
** საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარის მოცულობის, დატვირთვისა და თუ სხვა ტექნიკური;
** მახასიათებლების საჭიროების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ახალი დანადგარის დანერგვის პროცესის მართვა და დაქვემდებარებული გუნდისთვის მუშაობის დანადგართან მუშაობის პრინციპის სწავლება;
** სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და დაქვემდებარებულების დროული ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - კარგად);
ენები:ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე- hr@onepoint.ge
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
|
|
|
|