|
დასახელება:
აკადემიური თანამდებობები მენეჯმენტის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
|
თანდართული ფაილი:
723716_danarti_7285770.zip
|
შპს "ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური ნიშნით, მენეჯმენტის მიმართულებით (1 ვაკანსია).
2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვროს ბნუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად:
2.1. აკადემიური ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებად განისაზღვროს: ა) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები ან/და სხვ., რაც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომეტენტურობას;
3. კონკურსთან დაკავშირებული ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება - 22.05.2026;
2. საკონკურსო საბუთების მიღება - 23.06.2026;
3. კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების განხილვა და შედეგების გამოცხადება) - 24.06.2026 - 25.06.2026;
4. კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განაცხადების მიღება) - 26.06.2026;
5. კონკურსის I ეტაპის შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის - 29.06.2026;
6. კონკურსის II ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 30.06.2026 (შენიშვნა: გასაუბრების ზუსტი დრო კონკურსანტს ეცნობება კონკურსის I ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატს შესაძლოა ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
7. კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება - 01.07.2026;
8. კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განაცხადების მიღება) - 02.07.2026;
9. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება - 03.07.2026;
10. კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება - 06.07.2026.
11. შენიშვნა: (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნუ - ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);
12. კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობაზეე დანიშვნის შესახებ ბრძა-ნების გამო¬ცემა: არაუგვიანეს 2026 წლის 07 ივლისისა;
4. კონკურსზე წარსადგენ დოკუმენტებად განისაზღვროს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) შევსებული კონკურსანტის ანკეტა;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი), უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
დ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4-ზე; ელ. ვერსია);
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
ვ) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხისა და მოთხოვნილი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებს/პუბლიკაციების ნუსხა;
თ) კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ი) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: "უმაღლესი განათლების შესახებ" 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა);
ი) წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსანტის განცხადება ივსება კონკურსის კომისიის თავმჯდომარის: ელიდა ხვედელიძის სახელზე ;
ა) კონკურსანტის განცხადების ფორმა;
ბ) კონკურსანტის ანკეტა;
გ) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი.
** კონკურში გამარჯვებული პირი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა - 4 წლის ვადით;
** საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ამო¬ნა¬ბეჭ¬დი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორ¬მით (ბნუ-ს ელ.ფოსტაზე: info@bnu.edu.ge).
** საკონკურსო საბუთების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პა¬სუ¬ხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები: ინდირა ლორთქიფანიძე, ტელ. +995 599 53 22 01; ელ. ფოსტა: i.lortkipanidze@bnu.edu.ge
** საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საკონ¬ტაქტო მონაცემები: ჩიქოვანი ეკატერინე ტელ., +995 555 144 868 ელ. ფოსტა: e.chikovani@bnu.edu.ge;
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი", მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|