Робота для біженців з України
ბუტიკის მომხმარებელთა მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუტიკის მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: Bound Solutions
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: ბუტიკის მომხმარებელთა მრჩეველი (boutique customer advisor)

ხელფასი: 1, 500-1, 800 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეული სტუმრისთვის გამორჩეული, პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის სტილის, საჭიროებებისა და მოლოდინების გააზრება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მომხმარებელთა ლოიალობის გაძლიერება;
** VIP მომხმარებლებთან ინდივიდუალური მუშაობა და განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა;
** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და მიზნების შესრულება;
** ბრენდის ესთეტიკისა და ღირებულებების ზუსტი და თანმიმდევრული კომუნიკაცია;
** სივრცის ატმოსფეროსა და ვიზუალური იმიჯის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
** ინდივიდუალური შეკვეთების პროცესში კლიენტის მხარდაჭერა -კონსულტაციიდან მიწოდებამდე;
** მომხმარებლის მოთხოვნების ზუსტი და დეტალური გადაცემა შესაბამის გუნდთან;
** ვიზუალური სტანდარტების დაცვა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
** მომხმარებელთა მონაცემების მართვა და რეგულარული განახლება CRM სისტემაში;
** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან და ურთიერთობის განვითარება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესებისა და ჩანაწერების ზუსტი მართვა;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და საერთო მიზნების მხარდაჭერა;
** შიდა სტანდარტებისა და სერვისის კულტურის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის, მოდის, ლუქს ან სერვისზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პროცესისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება;
** CRM სისტემებთან ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** ძლიერი პრეზენტაციისა და კონსულტაციის უნარები;
** გამართული, დახვეწილი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება და მოქნილობა;
** დეტალებზე, ხარისხსა და სერვისის მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულობა;
** ინტერესი მოდის, დიზაინისა და ინდივიდუალური სტილის მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ მეილზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე