Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723689&print=yes&view=jobs
 
ღვინის წარმოების ტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის წარმოების ტექნიკოსი
მომწოდებელი: პონტუს ლენდ ინვესტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "პონტუს ლენდ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის წარმოების ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** ღვინის წარმოების დანადგარების მართვა და მონიტორინგი;
** ყურძნის მიღების, დაწურვის, ფილტრაციის, გადატუმბვისა და ჩამოსხმის პროცესებში მონაწილეობა;
** ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად;
** დანადგარების გაშვება, გაჩერება და ტექნიკური პარამეტრების რეგულირება;
** საწარმოო პროცესში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** დანადგარების ყოველდღიური დათვალიერება და მცირე ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება;
** ავარიული შემთხვევების დროული შეტყობინება ხელმძღვანელისთვის;
** წარმოების ანგარიშებისა და ტექნიკური ჟურნალების შევსება;
** უსაფრთხოების წესებისა და შრომის დაცვის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
** კონფიდენციალურობის დაცვა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ღვინის წარმოების ტექნიკოსი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პონტუს ლენდ ინვესტ"- მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "პონტუს ლენდ ინვესტი" ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია