|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
Inex Group
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი +
სამუშაო აღწერილობა:
** საფოსტო გზავნილების უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის შენარჩუნება;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული ლოჯისტიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კოლეგიალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge
კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|