Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723665&print=yes&view=jobs
 
წარმოების მეთოდებისა და საბეჭდი ფორმების მენეჯერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მეთოდებისა და საბეჭდი ფორმების მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს — წარმოების მეთოდებისა და საბეჭდი ფორმების / დანების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია უკვე 10 წელია რაც გოფრირებული მუყაოს ყუთების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** საბეჭდი ხელსაწყოების: (დანებისა და კლიშეების) შეკვეთებისა და დასაწყობების მართვა;
** შეკვეთების აღრიცხვა სხვადასხვა პროგრამაში;
** საბეჭდი დანებისა და ფორმების (კლიშეების) შესაბამისი დანადგარის მიხედვით გამოყენების უზრუნველყოფა;
** საბეჭდი ხელსაწყოების შეკვეთამდე ფაილების ტექნიკური ვერიფიკაცია დანადგარების მახასიათებლებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** დაზიანებული დანებისა და ფორმების დროული აღრიცხვა და სისტემაში დაფიქსირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, წარმოების მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწარმოო, სტამბის ან სარეკლამო/print production მიმართულებით;
** დეტალებზე ორიენტირების მაღალი უნარი;
** ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
** სავალდებულოა გრაფიკული პროგრამების (Adobe Illustrator, CorelDRAW) და MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@fabrica1900.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: წარმოების მეთოდებისა და საბეჭდი ფორმების / დანების მენეჯერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია