Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 26 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, დამუშავება და სისტემაში პროგრამულად ასახვა;
** საბითუმო კლიენტების ბარათებისა და შეთანხმებების მუდმივი განახლება, კონტროლი და მონიტორინგი;
** შეკვეთების სისტემაში დროული შეყვანა და მათი ეფექტური კოორდინაცია საწყობისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებთან;
** შეთანხმებების შესაბამისად პროდუქციის მიწოდების ვადების, რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება: შეკვეთები, ინვოისები, ზედნადებები და დაბრუნების აქტები;
** კლიენტებთან აქტიური და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, უკუკავშირის მიღება და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
** ფინანსურ დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციის ოპერატიული გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ივნისი, 2026წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე