Робота для біженців з України
სარეკლამო საქმის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეკლამო საქმის მენეჯერი
მომწოდებელი: ენჯი პრინტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სარეკლამო კომპანია "ენჯი პრინტი" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო საქმის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება ბეჭდვის შემდგომი პროცესების სრულ ციკლში.

სამუშაოს აღწერა:

** ბეჭდვის შემდგომი პროდუქციის დამუშავება
** რულონური სტიკერების დაჭრა
** ციფრული ნაბეჭდი პროდუქციის ლამინაცია / აკინძვა
** ციფრული ნაბეჭდი პროდუქციის დაჭრა
** ტექსტილის თერმო პრესთან მუშაობა
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და წესრიგის დაცვა
** სამუშაო პროგრამების ქორელის, ფოტოშოპის ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სარეკლამო/პოლიგრაფიულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო
** პრაქტიკული გამოცდილება და სწავლის შესაძლებლობა ადგილზე
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: ngprint8@gmail.com

სტაჟირება პირველი კვირა ანაზღაურების გარეშე,
ანაზღაურება მზარდი 800 დან 1200 ლარამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე