Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723552&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო თეატრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო თეატრის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ სამედიცინო თეატრის მენეჯერი იუჯიში.

"საქართველოს უნივერსიტეტი" არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 10 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** მერიტოკრატიულ და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** სიმულაციური სწავლების პროცესში პროფესიონალი მსახიობების მოძიება, შერჩევა და ჩართულობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო ქეისების ეფექტური განხორციელებისთვის მსახიობებისა და მონაწილეების გადამზადება შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობით;
** ჩატარებული აქტივობების, შედეგებისა და შესრულებული ქეისების ანალიზი, შეფასება და უკუკავშირის პროცესის ორგანიზება;
** სასწავლო და შეფასებითი პროცესების უზრუნველყოფა შესაბამისი და კვალიფიციური კადრებით, პროცესების უწყვეტი, ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით;
** სიმულაციური სცენარებისა და სასწავლო პროცესების ორგანიზაციული კოორდინაცია;
** საგამოცდო პროცესში მონაწილეობა სამსახიობო გუნდთან ერთად;

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია მინიმუმ B2 დონე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace)
** დოკუმენტაციის მართვის უნარი
** ორგანიზაციული და დროის მართვის მაღალი უნარი
** განათლება: უმაღლესი განათლება სამსახიობო ხელოვნების მიმართულებით (სამსახიობო ფაკულტეტი).

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სწრაფი რეაგირების უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სამედიცინო თეატრის მენეჯერი.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია