Робота для біженців з України
პარტნიორთა განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორთა განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: Onex Georgia
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "ONEX Gorgia" აცხადებს ვაკანსიას: პარტნიორთა განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე (ლოჯისტიკა და მიწოდება)

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

"ONEX" ქმნის ახალ სერვისს ლოჯისტიკისა და მიწოდების მიმართულებით და ეძებს პროაქტიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც დაეხმარე კომპანიას ბიზნესპარტნიორთა ქსელის განვითარებასა და ეფექტიან მართვაში.

პოზიცია მოიცავს: პარტნიორების მოზიდვას, მათ ონბორდინგს (სისტემაში ჩართვას) და მიმდინარე ოპერაციულ მხარდაჭერას.

აღნიშნულ როლში თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ პარტნიორ კომპანიებთან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ყოველდღიური თანამშრომლობის ეფექტიან მართვაში.

მოვალეობები:

პარტნიორების მოზიდვა:

** პოტენციური ბიზნესპარტნიორების იდენტიფიცირება
** მათთან კონტაქტის დამყარება (ზარები, ელფოსტა, შეხვედრები)
** სერვისის პროფესიონალური და მკაფიო პრეზენტაცია
** პირველადი კომუნიკაციისა და საბაზისო მოლაპარაკებების წარმოება
** პარტნიორთა ბაზის ზრდაში აქტიური მონაწილეობა

პარტნიორების ონბორდინგი:

** ახალი პარტნიორების ჩართვის პროცესის მართვა
** სამუშაო პროცესების, ოპერაციული ეტაპებისა და წესების განმარტება
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია ტექნიკური და ოპერაციული გამართულობის უზრუნველსაყოფად
** პარტნიორების დროული და ეფექტიანი აქტივაცია

პარტნიორების მხარდაჭერა:

** აქტიური პარტნიორებისთვის პირველადი საკონტაქტო პირის როლი
** ყოველდღიური ოპერაციული საკითხებისა და მოთხოვნების მართვა
** შეკვეთებთან და პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მხარდაჭერა
** რთული შემთხვევების მართვა შესაბამის შიდა გუნდებთან

ურთიერთობების მართვა:

** პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნება
** მათი კმაყოფილებისა და ჩართულობის მონიტორინგი
** გრძელვადიანი თანამშრომლობისა და პარტნიორთა შენარჩუნების მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პროფესიული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი
** ბიზნეს განვითარების ხედვა
** პრობლემების გადაჭრისა და კოორდინაციის უნარები
** Excel-ისა და CRM სისტემების კარგი ცოდნა
** ინგლისური, ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

კანდიდატის დონე: Mid-level (საშუალო დონე)

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკების უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** პროაქტიულობა და თვითინიციატივა

რას ვეძებთ:

** პროაქტიულ და თვითმოტივირებულ პიროვნებას
** ადამიანს, რომელიც კომფორტულად მუშაობს კონტაქტების დამყარებასა და ურთიერთობების განვითარებაზე
** შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა სწრაფად ცვალებად გარემოში
** მზად არის განვითარდეს მზარდ პროექტთან ერთად

რატომ უნდა შემოგვიერთდეთ:

** შესაძლებლობა გახდეთ ახალი პროექტის ნაწილი საწყის ეტაპზე
** რეალური გავლენა პარტნიორული ოპერაციების ნულიდან შექმნაზე
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (Senior ან ლიდერულ პოზიციებზე) კომპანიის ზრდასთან ერთად
** დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

ანაზაღურება: კანდიდატის გამოცდილების და შეთანხმების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@onex.ge. სათაურში მიუთითეთ: პარტნიორთა განვითარების სპეციალისტი.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე